აშშ-ის საელჩო საქართველოში საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
საელჩო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
„აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.