გოგი მეშველიანი: თითოეული ჩვენგანი შეძრულია მომხდარით
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. თითოეული ჩვენგანი შეძრულია მომხდარით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
ტრაგიკულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიციელი გმირია და ისინი მუდამ სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.“- წერს მეშველიანი.