თორნიკე რიჟვაძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ის დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, გარდაცვლილთა ოჯახებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი პოლიციელის გარდაცვალების გამო.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.