მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში

წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

“წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში. ვიზიარებ ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას გმირი პოლიციელის ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე!
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს!” – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები