პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები