“უკრაინაში 160 ათასი ინფრასტრუქტურული ობიექტი და საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენას” – დენის შმიგალი
უკრაინაში, დღეის მდგომარეობით,160 ათასი ინფრასტრუქტურული ობიექტი და საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენას.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ გამოსვლისას თქვა.
მისი თქმით, მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყნის ენერგოობიექტების, თითქმის ნახევარია განადგურებული, ზარალი მილიარდობით დოლარს აღწევს.
პრემიერმა გაიხსენა, რომ 2022 წლის ზაფხულში მთავრობამ, მსოფლიო ბანკთან და ევროკომისიასთან ერთად, გამოაქვეყნა პირველი ანგარიში აღდგენის საჭიროებების შეფასებით, და მაშინ საუბარი დაახლოებით, 350 მილიარდ დოლარზე იყო.
მისი თქმით, ამჟამად მეორე ანგარიშზე მიდის მუშაობა.
”აღდგენაზე საჭიროებები დაახლოებით, გაორმაგდება”, – თქვა შმიგალმა.