“გარდამტეხი მომენტია და კიევი სამხედრო დახმარების მნიშვნელოვან ზრდას საჭიროებს” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა მხარდაჭერის, მათ შორის სამხედროს “მნიშვნელოვან ზრდას”საჭიროებს.
ამის შესახებ მან Reuters-ს განუცხადა.
„ეს არის ომში გარდამტეხი მომენტი და საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ზრდა“, – თქვა მან.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ქვეყნებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.
„თუ ჩვენ გვსურს ხვალინდელი მშვიდობიანი დარეგულირება, მაშინ დღეს ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ იარაღი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.