უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი დაინიშნა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ეროვნული პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო დაინიშნა.
შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა მოაწერა.
პრემიერის განმარტებით, მისი კანდიდატურა პარლამენტთან განხილვის შემდეგ იქნება წარდგენილი.
უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა დღეს დილით ბროვარისთან მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ გახდა საჭირო, რომლის დროს შს მინისტრი, დენის მონასტირსკი დაიღუპა.