კანადა უკრაინას 200 ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას 200 ჯავშანმანქანა Senator-ს გადასცემს, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა National Post-თან საუბარში თქვა.

მანვე აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან კანადამ უკრაინას გაუწია სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარება, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიარდ დოლარზე მეტია, მათ შორის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება იყო.

მინისტრის თქმით, ქვეყანა დამატებით 200 ჯავშანმანქანას გამოყოფს.

მისი თქმით, Senator APC “უზრუნველყოფს პერსონალის და აღჭურვილობის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, ასევე სამედიცინო ევაკუაციას. ის ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს წინასწარ აღმოაჩინონ საფრთხეები, მათი ჯავშანი კი, დაცვაში დაეხმარება”.

მანქანის სადესანტო განყოფილება 6-7 ჯარისკაცს იტევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები