უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია დააზუსტა.
აღნიშნულია, რომ ტრაგედიას 16 და არა 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. ჰოსპიტალიზირებულია 30 პირი, მათგან 12 ბავშვია.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ბროვარიშის ვერტმფრენი Super Puma AS 332 დილით საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ კი, ქვეყნის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და ეკიპაჟის წევრები.
კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს ავიაკატასტროფის გამოძიება დაავალა, და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. მან მომხდარს ქვეყნისთვის “შავი დილა” უწოდა.