იუნისეფი: საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს

„იუნისეფი“ საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს.

მათი ცნობით, 470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.

„ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის პირველ მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე – 1505“, – აღნიშნულია „იუნისეფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები