უცხოელი გასტროენტეროლოგი: სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს

გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმეზე ამ წუთებში აძლევს ჩვენებას.

მისი თქმით, მას არ აქვს შესაძლებლობა ეს რისკი სრულად შეაფასოს, რადგან არ არის ადეკვატური კვლევები ჩატარებული.

ამასთან, ფინკელის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთა გვერდითი ეფექტი მადის დაკარგვა და გულისრევა იყო.

„ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. მათ იცოდნენ, რომ აძლევდნენ პაციენტს წამლებს, რომელიც იყო წინააღმდეგ ნაჩვენები“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

ადვოკატის კითხვაზე განზრახ აძლევდნენ თუ არა მას ამ წამლებს, გასტროენტეროლოგმა უპასუხა: „კი, ეს იცოდნენ, იმიტომ, რომ ჩატარებული იყო ენდოსკოპიები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები