სასამართლოში უცხოელი გასტროენტეროლოგი სააკაშვილის მდგომარეობაზე ადვოკატების კითხვებს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან გათავისუფლებაზე მსჯელობს.
ამ წუთებში ადვოკატების კითხვებს უცხოელი ექსპერტი, სტიუარტ ფინკელი პასუხობს. მისი გამოკითხვა უკვე თითქმის ერთი საათია გრძელდება.

ადვოკატებს გასტროენტეროლოგთან კითხვები კახექსიასთან დაკავშირებით აქვთ. უცხოელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილს დაუდგინა, რომ მას კახექსია აქვს, რაც წონის კლებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ კახექსია „ემპათიის“ მიერ შედგენილ დასკვნაში ერთ-ერთი მთავარი დიაგნოზია.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, დღესვე მეორე ექსპერტი – ჯეიმს კობიც დაიკითხოს, რომელიც სააკაშვილის ტრავმულ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები