გია ცაგარეიშვილი: ჩამოდგნენ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ვერ ივარგეს და თეოლოგები გახდნენ
უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი პატრიარქის წერილთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას ეხმაურება.
“ჩამოდგნენ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ვერ ივარგეს და თეოლოგები გახდნენ, თეოლოგიის სივრცეში შეიჭრნენ და ახლა განმარტავენ და აკომენტირებენ პატრიარქის ამ სიტყვებს და სათავისოდ არგებენ მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.