სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: ადვოკატებმა მოითხოვეს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება თმისა და ფრჩხილის საფუძველზე, მოვედით რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ბატონ სააკაშვილს ნიმუშების აღება

კლინიკა “ვივამედში” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ფრჩხილისა და თმის ნიმუშების ასაღებად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება პატიმრის ადვოკატებმა მოითხოვეს.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოცემულ საქმეზე აქვს გამოძიების კონკრეტული გეგმა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აღნიშნული გეგმის შესაბამისად.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება თმისა და ფრჩხილის საფუძველზე, ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღება და თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი კვლევის ჩატარება.
ხაზი მინდა გავუსვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია საქმეზე ობიექტური, ღია და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების გაცემა”, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩასატარებლად მისულ გამომძიებლებს ნიმუშების აღებაზე მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები