მხატვარმა დავით მონავარდისაშვილმა ხელოვნების სასახლეს ჯვაროსნის ქანდაკება გადასცა

ხელოვნების სასახლემ გამოჩენილი ქართველი მხატვრის, დავით მონავარდისაშვილისაგან საჩუქარი მიიღო – ჯვაროსნის ქანდაკება.
„ეს ხელოვნების ნიმუში ჩვენთვის ორმაგად ძვირფასია, რადგან როგორც ცნობილია, 1121 წელს დიდგორის ძლევამოსილ ბრძოლაში ქართველებთან ერთად არაერთი ჯვაროსანი იბრძოდა. რაინდი ჟან პიერ ჟან გალუა წერდა: მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ”.
აღნიშნულმა ქანდაკებამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში“, – ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები