„შობის ანგელოზები” – ენდი მეყანწიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ენდი მეყანწიშვილის პერსონალური გამოფენა: „შობის ანგელოზები” გაიხსნება.
„ენდი მეყანწიშვილი გახლავთ მხატვარი, დიზაინერი, მოქანდაკე, დეკორატორი და არაერთი სოციალური პროექტის სულისჩამდგმელი.
მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და გულკეთილ საშობაო ანგელოზებს ენდი მეყანწიშვილმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქართული ქსოვილის სამოსი ჩააცვა. ზეციური სიკეთისა და სიყვარულის ამ უკეთილშობილესი მაცნეების ნახატების გამოფენა კი 17 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება და 14 იანვრამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები