„ფანჯრებს იქით” – თბილისის აზერბაიჯანული თეატრი თამაზ ბაძაღუას ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას გამართავს
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ პროფესიულ
სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქართველი პოეტის, თამაზ ბაძაღუას ნამუშევრის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის – „ფანჯრებს იქით“ პრემიერა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლის რეჟისორები არიან: თურგაი ველიზადე, ქეთევან-ხათუნა ბედელაძე, სპექტაკლის მხატვარი – ალექსანდრე სლოვინსკი.
სპექტაკლი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება .
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 2/4.