წიგნის საახალწლო ფესტივალი – საბავშვო სივრცის პროგრამა

16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საბავშვო პროგრამა სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეში, მე-4 პავილიონში იქნება წარმოდგენილი.

პარასკევი, 16 დეკემბერი
15:00 – 16:00 „კაპიტან ტრიკოს“ გამოსახულებით სანიშნეების დამზადების ვორკშოპი, სულაკაურის გამომცემლობა, ასაკი: 6 +
16:00 – 18:00 სასწავლო ცენტრ „ლოგიკმეტრის“ შეჯიბრი/გათამაშება, ასაკი: 5-13

შაბათი, 17 დეკემბერი
14:00-15:00 ვორკშოპი – „შექმენი საკუთარი გულსაბნევი” ილუსტრატორ ანა ჩუბინიძესთან ერთად, ასაკი: 3 +
15:00 – 16:00 ნაძვის ხის სათამაშოების დამზადებისა და დახატვის ვორკშოპი „მერი პოპინსის“ გმირების თემაზე მხატვარ ია გიგოლაშვილთან ერთად, გამომცემლობა „დიოგენე“ და გამომცემლობა „პალიტრა L“, ასაკი: 5 +
16:00-17:00 საახალწლო გამოსახულებების შექმნა მონოტიპიის ტექნიკით ილუსტრატორ ეკა ტაბლიაშვილთან ერთად, ასაკი: 6 +
17:00 – 18:00
საახალწლო ორცხობილების მოხატვისა და გაფორმების ვორკშოპი „თამაშობანასთან“ ერთად, ასაკი: 3+

კვირა, 18 დეკემბერი
13:00 – 14:00  საბავშვო მინიატიურული მასტერკლასი გიორგი ლიპარიშვილთან ერთად, პატარა წიგნების, ბლოკნოტების, სტიკერების დამზადება, ასაკი: 5-10
15:00 – 16:00 საახალწლო ორცხობილების მოხატვისა და გაფორმების ვორკშოპი „თამაშობანასთან“ ერთად, ასაკი: 3+
16:30 – 17:30 საახალწლო გამოსახულებების შექმნა მონოტიპიის ტექნიკით ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, ასაკი: 6 +

საახალწლო ფესტივალის სამივე დღეს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ფესტივალზე მოსულ პატარებს სახის მოხატვა შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები