„მართვეს” და „რუსთავის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება

9 დეკემბერს, 19:00 საათზე,  ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ ერთობლივ შემაჯამებელ კონცერტს გამართავენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართული ფოლკლორის სხვადასხვა თაობის შემსრულებლები მსმენელის წინაშე ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან. ანზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთ საავტორო სიმღერას, კი „მართვე“ და „რუსთავი“ ერთად შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები