„რამ შემქმნა ადამიანად“? – თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა გაიხსნება

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიმართება თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა – „რამ შემქმნა ადამიანად“?
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნიან:
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში;
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში;
გამოფენის კურატორია ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი, კურატორი, საერთაშორისო ორგანიზაციების – ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი, პუბლიკაციების ავტორი მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცემისთვის.
მონაწილეები:
მანუჩარ ოქროსცვარიძე, თამუნა მელიქიშვილი, ტატო ახალკაციშვილი, თედო რეხვიაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, არჩიბალდ კორძაია, დავით კუხალაშვილი, დავით ალექსიძე, ავთო გახოკიძე, კოტე ჯინჭარაძე, გიორგი მახარაშვილი, ანკა გუჯაბიძე, გიორგი გეთიაშვილი, გიორგი სისაური, ლია შველიძე, მურთაზ შველიძე, გურამ წიბახაშვილი, ერეკლე გეწაძე, გეგა ქუთათელი, კოტე სულაბერიძე
ასევე, სთრით არტისტების ნამუშევრების კოლექციის ვიდეოპროექცია.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში.

მის: გრიბოედოვის ქ. 22, თბილისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები