ერევანსა და თბილისში სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდი, „ჰოვერი“ და „საქართველოს სინფონიეტა“ ერთობლივ პროექტს მართავენ

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 4 და 9 დეკემბერს, ერევანსა და თბილისში, სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდი „ჰოვერისა“ (ქორმაისტერები: სონა ჰოვანისიანი და ნარინე ვოსკანიანი) და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი) ერთობლივი პროექტი ტარდება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, პროექტის ფარგლებში, 4 დეკემბერს, კონცერტი ჩატარდა ქალაქ ერევანში, კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის დარბაზში.
9 დეკემბერს, 19:00 საათზე კი ბაროკოს მუსიკის საღამო იგივე პროგრამით გაიმართება თბილისში, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე.
პროგრამაშია: ვივალდის, რამოს, პერსელის, მარეს, მონტევერდი, ლასოს, გაბრიელისა და გიბონსის მუსიკა. საღამოს დააგვირგვინებს ანტონიო ვივალდის “Magnificat” „საქართველოს სინფონიეტასა“ და გუნდი „ჰოვერის“ ერთობლივი შესრულებით.
კონცერტში მონაწილეობენ: „საქართველოს სინფონიეტა“ და გუნდი „ჰოვერი“. სოლისტები გახლავთ:ამალია თოროსიანი (სოპრანო), ნვარდ ჰოვაკიმიანი (ალტი), არამო მამიკონიანი (ტენორი), აშოტ ღანთარჯიანი (ბანი), დირიჟორი – ნარინე ვოსკანიანი.
კონცერტზე დასწრება მოსაწვევებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები