ბასილ მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, გაიმართება ბასილ მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამომსვლელები არიან:
თამარ შარაბიძე – ,,ბასილ მელიქიშვილი – თურმანი”;
გია არგანაშვილი – ,,ბასილ მელიქიშვილი კინოში”;
გიორგი გოგოლაშვილი – ,,შენიშვნები ბასილ მელიქიშვილის სტილის შესახებ”.;
მარინე ტურავა – ,,ერეკლე ტატიშვილის აბრისი”;
თამარელა წოწორია – ,,მარჯვენა მათ არ შეუწუხდებათ (ვარიაციები წერილების მიხედვით)”;
ნანა კუცია – ,,ობერტონი – ბეთანია”;
პაატა ჩხეიძე – ,,კვდომა-აღდგომის მითოლოგემა (ტომაზ სტერნ ელიოტის ,,ბერწი მიწა” და ბასილ მელიქიშვილის ,,თურმანი”)”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები