ხატია დეკანოიძე ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰადას მეიცადთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილეს. იმსჯელეს საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
„ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ელჩს პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესი გავაცანი. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე “, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები