მიხეილ სარჯველაძე: უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უკეთესი სახალხო დამცველის კანდიდატურა შევარჩიოთ
“უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უკეთესი და მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატურა შევარჩიოთ და შევარჩიოთ ნამდვილად საიმისოდ, რომ ჰყავდეს საქართველოს სახალხო დამცველი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ომბუდსმენის არჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
“კენჭისყრისთვის საკითხები მზადდება და რაც მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პოზიციები ყალიბდება – ვინ ვის დაუჭერს მხარს და როგორი იქნება კონფიგურაცია”,- აღნიშნა სარჯველაძემ.