მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შენიღბონ და ფორმა შეუნარჩუნონ იმას, რისგანაც არავითარი ფორმა აღარ დარჩა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

“იმ ფონზე, როდესაც სრული მარცხი და ფიასკო განიცადა ოპოზიციამ საქართველოში, ისინი ცდილობენ, როგორღაც ახალი ფორმა შეაკოწიწონ – ესაა მთელი ამბავი, რასაც ვადევნებ თვალს. მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ შენიღბონ და რაღაც ფორმა შეუნარჩუნონ იმას, რისგანაც პრაქტიკულად, არავითარი ფორმა აღარ დარჩა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები