სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილეს

????????????????????????????????????

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2 ანგარიში მოისმინეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა „სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის” შესახებ ისაუბრა და ჯგუფის წევრებს აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებები და გამოწვევები გააცნო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულია 6 რეკომენდაცია.

„აუდიტის ობიექტი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. აუდიტმა მოიცვა 2016-2021 წლები. გაცემულია 6 რეკომენდაცია, საიდანაც 3 შესრულებულია და 3 არის შესრულების მიმდინარე ეტაპზე”, – აღნიშნა თორნიკე შერმადინმა.

მისი თქმით, აუდიტის საგანს წარმოადგენდა შემდეგი მიმართულებები: რისკის შეფასება, რისკის მართვა და რისკის კომუნიკაცია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი” 2018-2020 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში” და რეკომენდაციებზე იმსჯელა, რომელიც ანგარიშის ფარგლებში იქნა გაცემული.
მომხსენებელმა, თორნიკე შერმადინმა აუდიტის ფარგლებში გამოვლენილ ძირითად მიგნებებზე ისაუბრა.

„აუდიტმა მოიცვა შემდეგი მიმართულებები: მრავალწლიანი ბაღები, სანერგე მეურნეობა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემების მოწყობა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგები”, – განაცხადა თორნიკე შერმადინმა.
მისი განმარტებით, გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით გაცემულია 6 რეკომენდაცია. ჯგუფის სხდომაზე თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა. სხდომას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა.
სხდომაში, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის წევრების გარდა, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები