დავით სერგეენკო: პარლამენტში შეიძლება, ყველას თავისი შეხედულება ჰქონდეს და არავინაა ვალდებული, ვინმეს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოუცხადოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარლამენტში შეიძლება, ყველას თავისი შეხედულება ჰქონდეს და არავინაა ვალდებული, ვინმეს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოუცხადოს.

„ეს არის პარლამენტი, ეს არ არის მინისტრთა კაბინეტი, სადაც ერთიანი პოლიტიკური ხაზია. ეს არის პარლამენტი, სადაც შეიძლება  ყველას თავისი შეხედულება ჰქონდეს და არავინაა ვალდებული, ვინმეს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოუცხადოს. მეც ასე ვფიქრობ, ეს მათი გზაა, რაც აირჩიეს და თვითონ აქვთ მოსაზრების დაფიქსირების საშუალება. მე ვერც გავემიჯნები და არც ვთვლი საჭიროდ, რომ ან სოლიდარობა გამოვუცხადო ან გავემიჯნო“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები