თეა წულუკიანი: ვფიქრობ, ღირსეულად წარვდგებით ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეკორდულ დროში განხორციელებულ რეფორმებს წარვადგენთ
“ვფიქრობ, დეკემბერში ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ღირსეულად წარვდგებით ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეკორდულ დროში განხორციელებულ რეფორმებს წარვადგენთ”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველ გუნდთან ერთად არ იმუშავა – მათივე პრობლემაა.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ არ იღეს ყურად ათასჯერ შეხსენებული რეკომენდაცია ევროკავშირელების მხრიდან, რომ ისინი მმართველ პარტიასთან ერთად დამსხდარიყვნენ და ემუშავათ 12 რეკომენდაციაზე. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს მათი პრობლემა. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დეპოლარიზაციას როდესაც საყვედურობდნენ სახელისუფლებო გუნდს, ამ თეორიამ, რომ ეს სახელისუფლებო გუნდის ბრალია, კრახი განიცადა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.