თეონა აქუბარდია ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

„რეფორმების ჯგუფის” წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ბულგარეთის ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

„ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ევროკომისიის 12 -პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გავაცანი სამუშაო პროცესი, რაც პარლამენტში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთის ელჩი არის საქართველოს მეგობარი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი. ელჩს გავაცანი ჩემი პოზიცია, რომ, ბევრი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები