“თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგალითად, იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
აქედან გამომდინარე, კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება.
“ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ – პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც და თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს”, – განაცხადა კობახიძემ.