“კრიტერიუმთაგან ყველა არის თანაბრად მნიშვნელოვანი, იგულისხმება როგორც კეთილსინდისიერება, ისე ავტორიტეტი, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატებზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ომბუდსმენი კვალიფიციური უნდა იყოს.
“არანაკლებ მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია. სწორედ ეს არის ჩვენი კითხვების მთავარი მიზანი. ვამოწმებთ კვალიფიკაციას, მათ შორის, საჯარო განცხადებებზე, საჯარო ინტერვიუებზე დაყრდნობით პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, ზოგადად, დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს არჩევანი, რომელსაც გააკეთებს თითოეული პოლიტიკური სუბიექტი ამ პროცესში”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.