დავით სერგეენკო – ოპოზიციაზე: ნაცვლად იმისა, რომ რაიმე ალტერნატიული ხედვა შესთავაზონ საზოგადოებას, შემოიფარგლნენ „ოცნება ცუდიას“ ძახილით

“იმის მაგივრად, რომ რაიმე ალტერნატიული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა შესთავაზონ საზოგადოებას და თავის პოტენციურ ამომრჩეველს, ამის მაგივრად შემოიფარგლნენ „ოცნება ცუდიას“ ძახილით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სერგეენკომ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი მხოლოდ ნეგატიურ მოლოდინებს ტირაჟირებს.

“წლის ბოლომდე გვაქვს კონკრეტული ამოცანები შესასრულებელი, რომლებზეც მუშაობა ამ ამოცანების მიღებისთანავე, ამ წლის ზაფხულში დაიწყო. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მიუღია აქტიური მონაწილეობა ამ პროცესებში და ტირაჟირებენ ნეგატიურ მოლოდინებს, რომელიც ცალსახად არასწორია. არის სახელმწიფო ინტერესები, სადაც უნდა გაცალკევდეს პარტიული ინტერესებისგან. იმის მაგივრად, რომ რაიმე ალტერნატიული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა შესთავაზონ საზოგადოებას და თავის პოტენციურ ამომრჩეველს, ამის მაგივრად შემოიფარგლნენ „ოცნება ცუდიას“ ძახილით და ამას, ძირითადად, იძახიან ქუჩიდან”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები