ხატია დეკანოიძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

„ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვისაუბრეთ რეგიონზე და იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც არსებობს. იმაზე, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ რეგიონში მშვიდობისთვის. ასევე, განვიხილეთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები. ელჩს ჩემი პარტიის, ფრაქციის და ჩვენი მოქალაქეების სახელით დავუდასტურე კეთილმეზობლური ურთიერთობის სულისკვეთება და ვუსურვე წარმატებები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები