ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა გვაქვს

“უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა გვაქვს და ეს უკვე წლებია, გრძელდება, ეს ყველაფერი ომამდე ბევრად ადრე დაიწყო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში რა იქნება, ამის წინასწარ განჭვრეტა ძნელია.

„ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში. გარდა ამისა, უკრაინელი ხალხი ისტორიულად ჩვენი მეგობარი ხალხია და ამას ვცემთ პატივს. უმძიმესი ნაბიჯების მიუხედავად, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ამის მიუხედავად, მზად ვართ, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. ახლა არის ომის მდგომარეობა და გვაქვს რბილი მიდგომა, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით. მომავალში რა იქნება, წინასწარ გამიჭირდება ამის თქმა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები