დავით ნარმანია კომპანია “ჰუალინ ჯგუფის” წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის მშენებლობის მწარმოებელ ჩინურ საინვესტიციო კომპანია “ჰუალინ ჯგუფის” წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ჩინური კომპანიის ხელმძღვანელებმა თბილისის მერს არჩევნებში გამარჯვება და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. შეხვედრაზე მხარეებმა ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრეს. თბილისის მერმა საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მერია ყველა შესასრულებელ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და ასევე მათ მოსთხოვა, ყურადღება მიაქციონ და გააკონტროლონ, რომ მათ მიერ წარმოებულ მშენებლობებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს. ჩინელმა სტუმრებმა დავით ნარმანიას ასევე 20 აგვისტოს დაგეგმილ “აბრეშუმის გზის მედია-ტურის” შესახებ არსებული ინფორმაცია გააცნეს. მედიატური ჩინეთის ტურიზმის სამსახურის ინიციატივით ეწყობა. პროექტის ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების 60 ჟურნალისტი 8 ქვეყანაში იმოგზაურებს. მედიის წარმომადგებლები საქართველოში 4 დღის განმავლობაში დარჩებიან და ქვეყნის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები