ტრამპი აცხადებს, რომ კანადურ ლითონებზე ტარიფს გააორმაგებს და 50%-მდე გაზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადური ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე ტარიფს 50%-მდე გაზრდის.

როგორც მან პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადამ აშშ-ში ელექტროენერგიის ექსპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.

„ასევე კანადამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს თავისი 250-დან 390%-მდე ფერმერების ანტიამერიკული ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე, რომელიც დიდი ხანია აღმაშფოთებლად მიიჩნევა. უახლოეს მომავალში ელექტროენერგიაზე ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე“, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები