საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს „A“ სტატუსი კიდევ ერთხელ მიენიჭა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს „A“ სტატუსი კიდევ ერთხელ მიენიჭა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

„2025 წლის 11 მარტს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველს ხელახალი აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა, რომელიც ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებთან.

შედეგად, სახალხო დამცველის აპარატს 5 წლის ვადით ხელახლა მიენიჭა „A“ სტატუსი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები