BBC: ორი წლის შემდეგ, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიაში შექმნილი საკვები გაიყიდოს

ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, რძის პროდუქტები და შაქარი დიდ ბრიტანეთში გაიყიდება, დაახლოებით, 2 წელიწადში,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სურსათის სტანდარტების სააგენტო (FSA) იკვლევს, თუ როგორ შეუძლია დააჩქაროს ლაბორატორიაში მოყვანილი საკვების დამტკიცების პროცესი.

როგორც “ბიბისი” წერს, გაერთიანებული სამეფოს ფირმები მეცნიერულად ლიდერობდნენ ამ სფეროში, თუმცა მათ მიმდინარე რეგულაციები აფერხებთ და დამტკიცების პროცესი ბევრად უფრო ნელია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა სინგაპური, აშშ და ისრაელი, რადგან 2020 და 2023 წელს ქვეყნებმა დაუშვეს ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვა ადამიანის მოხმარებისთვის.

FSA-მ უნდა შეიმუშაოს ახალი რეგულაციები მაღალტექნოლოგიური კვების ფირმების ექსპერტებთან და აკადემიურ მკვლევრებთან მუშაობით, რადგან ის მიზნად ისახავს, დაასრულოს ლაბორატორიაში მოყვანილი საკვების სრული უსაფრთხოების შეფასება.

აღსანიშნავია, რომ ქარხნულ ჭურჭელში მოყვანილი ხორცისგან დამზადებული ძაღლის საკვები პირველად დიდ ბრიტანეთში გასულ თვეში გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები