პესკოვი: ეუთო მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ასრულებს

ეუთო ამჟამად ორმაგი სტანდარტების პრობლემის წინაშე დგას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ასრულებს.

„ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები, მნიშვნელოვანი პრობლემები ორმაგი სტანდარტებით, ამჟამად უუნაროა იმ ფუნქციების შესრულებაში, რომელსაც მანამდე ასრულებდა“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები