თბილისში, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.
მათივე ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.