თეთრიწყაროელმა გეგი თამლიანმა ვეტერანთა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისში გაიმართა 2025 წლის ევროპის თასი ვეტერან ძიუდოისტთა შორის, სადაც თეთრიწყაროელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა, გეგი თამლიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრი ულოცავს პრიზიორობას და მადლობას უხდის ძიუდოს მწვრთნელს გეგი თამლიანს მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის და ადგილობრივი მომავალი სპორტსმენების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, მუნიციპალიტეტის მერია ასევე ულოცავს 2004 წლის ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს, ნესტორ ხერგიანს ევროპის თასზე ვეტერანთა შორის პირველი საპრიზო ადგილის დაკავებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.