ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები