პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს და მათი სიკვდილით დასჯით იმუქრებიან
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, ტერორისტული თავდასხმის დროს, შეიარაღებულმა ბანდიტებმა მძევლად აიყვანეს 450 მგზავრი და დაჭრეს მატარებლის მძღოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
შეიარაღებული დაჯგუფება ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმია (BLA) იმუქრება, რომ სიკვდილით დასჯის ყველა მძევალს, რომელიც მას პატიმრობაში ჰყავს, თუ პაკისტანის ხელისუფლება შეეცდება ჩარევას.
ბელუჯისტანის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტადაა შეფასებული და დასძინა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
“ტერიტორია, სადაც მატარებელი გაჩერებულია, მთიანი რეგიონია, რაც ბოევიკებს უადვილებს სამალავების ქონას და თავდასხმების დაგეგმვას”,- განაცხადა მან.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაკვიმ დაგმო თავდასხმა და თქვა, რომ მთავრობა არანაირ დათმობაზე არ წავა „მხეცებისთვის, რომლებიც უდანაშაულო მგზავრებს ესვრიან“.
როგორც მედია იუწყება, BLA ეძებს დამოუკიდებლობას ბელუჯისტანისთვის. ეს არის ყველაზე დიდი მეამბოხე დაჯგუფება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ებრძოდნენ სამხრეთ აზიის მთავრობას და ამბობენ, რომ ის უსამართლოდ იყენებს ბელუჯისტანის მდიდარი გაზისა და მინერალების რესურსებს.