“რეალურია ჩინეთისა და ინდოეთის ტვირთების გამოტარება კავკასიაზე; ამ ტვირთების ტრანზიტის კვანძი იქნება საქართველო და მასზე გავლენის მქონე პარტიულ ჯგუფებს გარკვეული უპირატესობა ექნებათ” – საყვარელიძე

“როგორც ჩანს, რეალურია ჩინეთისა და ინდოეთის ტვირთების გამოტარება კავკასიაზე. ამ ტვირთების ტრანზიტის კვანძი იქნება საქართველო და ამ კვანძზე გავლენის მქონე პარტიულ ჯგუფებს გარკვეული უპირატესობა ექნებათ. ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოზე, როგორც ტრანზიტის კვანძზე გავლენა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

საყვარელიძე განმარტავს, თუ რატომ უნდა დასავლეთს, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

“ალბათ, ჩნდება მსმენელებში ეს კითხვა. საქართველოში ლიბერალური ხელისუფლების შეცვლა საჭიროა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, რეალურია ჩინეთისა და ინდოეთის ტვირთების გამოტარება კავკასიაზე. ამ ტვირთების ტრანზიტის კვანძი იქნება საქართველო და ამ კვანძზე გავლენის მქონე პარტიულ ჯგუფებს გარკვეული უპირატესობა ექნებათ. ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოზე, როგორც ტრანზიტის კვანძზე გავლენა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათ სჭირდებათ, რომ საქართველოში იყოს მათი გავლენის გამტარებელი პოლიტიკური ჯგუფები.

ბიუჯეტში ნახევარი ტრილიონის გაფლანგვა აღმოაჩინა ილონ მასკმა თავისი ჯგუფის საშუალებით. ასე რომ თუ ვინმეა დაინტერესებული, “დიფ სთეითის” შეზღუდვაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ამერიკული მხარეა.
ილონ მასკი ამბობს და ტრამპმაც ბრძანება გასცა, რომ გაირკვეს ომის ხარჯები, ანუ რამდენს ხარჯავდა ამერიკა ომში და რამდენად შედეგიანი იყო ეს ხარჯები, სად წავიდა ის ფული, რაც დაიხარჯა იმიტომ, რომ ზელენსკიმაც კი თქვა, რომ ნახევარი სად მიდიოდა არ ვიცოდიო, ამდენად ამერიკული მხრიდან კონტროლი თავისთავად ზელენსკის სიტყვებითაც კი გამართლებულია. ეს რა სურათს ამოიტანს კიდევ საკითხავია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები