კირცხალია – „მეგობარ აქტზე“: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლობისტებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პრიორიტეტი დღეს მოქმედი ადმინისტრაციისთვის არის დამანგრეველი ომის შეჩერება, საკენკი მისცენ სრულიად განულებულ აგენტურულ ქსელს

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლობისტებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პრიორიტეტი დღეს მოქმედი ადმინისტრაციისთვის არის ამ დამანგრეველი ომის შეჩერება, უნდათ, რომ საკენკი მისცენ სრულიად განულებულ აგენტურულ ქსელს, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მან „მეგობარ აქტზე” ისაუბრა, რომელსაც აშშ-ის კონგრესი განიხილავს და კონკრეტული პირების დასანქცირებას ითვალისწინებს.

„კონკრეტული სენატორების დაინიციირებული „მეგობარი აქტი“ რეალურად არის „უმადური აქტი“ – ყველაზე სამართლიანად რაც შეიძლება დაერქვას. ამ სენატორების სახელი და გვარები აქ [საქართველოში] მოქმედ ვითომ ოპოზიციონერებზე უკეთ იცის ქართულმა საზოგადოებამ. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაკავებულია ყველაზე მთავარი პრობლემის გადაჭრით, რასაც ჰქვია დამანგრეველი ომის შეჩერება ევროპის შუაგულში. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლობისტებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პრიორიტეტი დღეს მოქმედი ადმინისტრაციისთვის არის ამ დამანგრეველი ომის შეჩერება, უნდათ, რომ საკენკი მისცენ სრულიად განულებულ აგენტურულ ქსელს, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, სერიოზულად ჩვენი მხრიდან ეს [„მეგობარი აქტი“] არ აღიქმება. რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ლობიზმით ანგაჟირებულ აქტებთან, ამასაც დავაკვირდებით“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები