მარიამ ლაშხი – ე.წ. უფლებადამცველის მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის შეურაცხყოფაზე: ის აგრესიული და ზიზღის ენის რიტორიკა პირველ რიგში ეწინააღმდეგება ქალთა უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი ე.წ. უფლებადამცველის მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის შეურაცხმყოფელ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აგრესიული და ზიზღის ენის რიტორიკა პირველ რიგში ეწინააღმდეგება ქალთა უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებს.

„ის აგრესიული და ზიზღის ენის რიტორიკა ეწინააღმდეგება პირველ რიგში ქალთა უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებს და განსაკუთრებით, როდესაც ეს ხდება ე.წ. უფლებადამცველის მხრიდან. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსი რიტორიკა ახალგაზრდა ქალბატონებს და გოგონებს უკარგავს პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილს და ესეც დასაგმობია. იმედი მაქვს და მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ელჩიც დაგმობს ამ პოსტს“, – განაცხადა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები