დეკანოზი იოანე გორელიშვილი – ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას, ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, – ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენ მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის და ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც არაერთი პროექტი განახორციელა. მაგალითად, წინა წელს საზაფხულო ბანაკებში მოხდა სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენთან ერთად იყვნენ ასევე ფსიქოლოგები და ნარკოლოგები. ეს შეხვედრები ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას. მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ უნდა შემოიფარგლოს ყოველივე, არამედ მნიშვნელოვანი არის დახმარება იმ ადამიანებისა, რომლებიც ნარკოდამოკიდებულები არიან და ასევე ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი იყვნენ დაცულნი ამ განსაცდელისაგან“, – აღნიშნა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები