კახა კალაძე – ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს კავშირზე: ეს არის სრული სისულელე

ეს არის სრული სისულელე, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს კავშირის შესახებ რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს.

„ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით, საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე დააკავა. მათივე მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები