ირაკლი ქადაგიშვილი: არის მუდმივი მცდელობა, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ, თითქოს იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე აშშ-ს და ნატოს – ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან რუსეთისთვის აგრესიის გადმოგდება საქართველოში, პრობლემას არ წარმოადგენს

არის მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ და თითქოს იმაზე უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ამერიკას და ნატოს სახელმწიფოებს. ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ გააკეთონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდაჭერას ყველგან ობიექტურად გამოხატავს.

„არის მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ და თითქოს იმაზე უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ამერიკას და ნატოს სახელმწიფოებს. ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ გააკეთონ. ჩვენ რეალურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, იმიტომ რომ რუსეთისთვის აგრესიის გადმოგდება საქართველოში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ამით არც უკრაინის მდგომარეობს შემსუბუქდება და ჩვენც ახალი ცხელი წერტილი უნდა გავხდეთ. ჩვენ ყველგან ობიექტურად გამოვხატავთ მხარდაჭერას. პრემიერმა პრაღის სამიტზე შესაბამისი განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტი გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა გადაცემაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები